საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №07/ნ
2012 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ III, 29.10.2010., №140, მუხ. 2015) დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:
„თავი VIII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 26. გარდამავალი დებულებები
იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადის მონაწილე არის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული და მან 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ამ მიზეზით ვერ გაიარა რეგისტრაცია ან/და ვერ გამოცხადდა ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურზე, უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი