საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №18
2012 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 თებერვლის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 08.02.2017წ.
1. დამტკიცდეს კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 12 თებერვლის № 87 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
დ . გვინდაძე
კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ ბრძანებით მტკიცდება ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (შემდგომში – კრიტერიუმები).
2. კრიტერიუმები განსაზღვრულია იმ პირთა წრისათვის, რომელთაც „ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სურთ, გახდნენ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელები .
მუხლი 2. კრიტერიუმები
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი უნდა შეიცავდეს:
ა) კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) ჩამონათვალს და პროდუქციის (მომსახურების) აღწერას;
გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზეზს (მიზეზი უნდა ასახავდეს რამ გამოიწვია წამახალისებელი გათამაშების მოწყობა და რამდენად ეფექტური იქნება წამახალისებელი გათამაშების მოწყობა ნებართვის მაძიებლის საქმიანობისთვის);
დ) წამახალისებელი გათამაშების მიზანს (მიზანი უნდა ასახავდეს პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტურად რეალიზებისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის საჭიროებას);
ე) წამახალისებელი გათამაშების აღწერილობას (გათამაშების აღწერილობა შესაძლოა მოიცავდეს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ჩასატარებელი გათამაშების ერთი ან/და რამდენიმე ეტაპის აღწერილობებს);
ვ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელ პირობას.
2. კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელი პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ წამახალისებელი გათამაშება შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ მის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით.
3. (ამოღებულია - 15.06.2018, №237).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 თებერვლის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 08.02.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №237 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.