საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №18
2012 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებაში (სსმ III , 2007 წ., №107, მუხ. 1194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 53 ერთეულით და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსი და ექვსზე ნაკლები თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრა-ციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 46 ერთეულით და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №2 დანართის შესაბამისად.“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართშ ი სიტყვები (ციფრები):
| „ სულ: | 50.“ |
|
შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით):
| „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური |
3 |
|
| სამსახურის უფროსი | 1 | 1180 |
| მთავარი სპეციალისტი | 1 | 650 |
| უფროსი სპეციალისტი | 1 | 590 |
| სულ: | 53.“; |
|
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ №2 დანართშ ი სიტყვები (ციფრები):
| „ სულ: | 43.“ |
|
შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით):
| „სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური |
3 |
|
| სამსახურის უფროსი | 1 | 1180 |
| მთავარი სპეციალისტი | 1 | 650 |
| უფროსი სპეციალისტი | 1 | 590 |
| სულ: | 46.“. |
|
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი