საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1007
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-06
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.962
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12 1997) შეტანილ იქნეს სემდეგი ცვლილებები:

1. 169-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე თანხების აკუმულირება და განაწილება“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული სახსრების განაწილების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 177-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და  მატერიალურ-ტექნიკური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მატერიალური“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№1007–IIს

კრებსითი — სრული ვერსია