„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1002
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-11
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.05.001.000.960
„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

 „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 21 თებერვლის კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების თანამდებობრივი განაკვეთები:

1. პარლამენტის თავმჯდომარე – 700 ლარი;

2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერი – 545 ლარი;

3. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – 525 ლარი;

4. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერის მოადგილე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი – 510 ლარი;

5. პარლამენტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე – 505 ლარი;

6. პარლამენტის წევრი – 495 ლარი.“.

    მუხლი 2

 ამ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი განაკვეთებით გათვალისწინებული ანაზღაურება მოხდეს 2001 წლის 1 ივლისიდან.

    მუხლი 3

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

№1002–IIს

კრებსითი — სრული ვერსია