ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2011 წლის 28 დეკემბერი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიი ს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიი ს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №37 დადგენილებაში ( სსმ , 06 .12 .2011. ) შევიდეს შემდეგი ცვლილება :
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;“ ;
ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 25-ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით – კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“ .
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმ ჯდომარე ბ . დიასამიძე