„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
996
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-06
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.959
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 22 ივნისი.

N996–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია