საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №3
2012 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
„საგარეო -ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (სსმ , 3.01.11.) დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 22-ე ჯგუფის (,,ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი“) ცხრილში 2208 90 690 00 ქვესუბპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ 2208 90 690 | -------------- დანარჩენი სპირტიანი სასმელები : |
|
| 2208 90 690 0 1 | -------------- სპირტის ფაქტობრივიი კონცენტრაციით 7 მოც.% ან ნაკლები | ლ 100% სპირტი |
| 2208 90 690 0 9 | -------------- სპირტის ფაქტობრივიი კონცენტრაციით 7 მოც.% -ზე მეტი | ლ 100% სპირტი “. |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე