„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2012-01-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-03
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016404
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №2

2012 წლის 3 იანვარი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 პუნქტი:

„153. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია