ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67
2011 წლის 30 დეკემბერი
დ. ჩოხატაური
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს N50 დადგენილებაში (სსმ, 12.09.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 სექტემბრის №137 დადგენილება – „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე