„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2011-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-04
სარეგისტრაციო კოდი
200020010.35.132.016089
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №62

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ე.ზ“ქვეპუნქტი:

„ე.ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 6000 ლარი.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4-ის (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 6000 ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია