საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
989
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-06
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.000.955
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის, ხელოვნების ნიმუშის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის“.

2. 215-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა“, ხოლო ამავე მუხლში სიტყვები „საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის“.

3. 257-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „დოკუმენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „განზრახ“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი         ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი.

2001 წლის 22 ივნისი.

N989_IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია