საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;“;
ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ.სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 23 დეკემბერი.
№5598-რს