საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5594-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016575
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები:

„21. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ შეშის დამზადება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

2. 1282 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები:

„51. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ მოპოვებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

52. ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 23 დეკემბერი.

№5594-რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია