„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.131.016070
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის № 20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1

 ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის № 20 დადგენილებაში (სსმ 28.03.2011 წ. ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 1.მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი.

 ,, ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ

განთავსებული სისტემურ - ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი

თამაშობის თითოეულ სალაროზე 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი კვარტალში.“.

 მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ.

 საკრებულოს თავმჯდომარე       ნ. ბერაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია