„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
491
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016651
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №491

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი“:

„ც) პროტოკოლის სამსახური.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი – ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედეგების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებში; საკადრო რესურსების მართვისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება (დანიშვნა, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.), პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავება და მართვა; საგანგებო სიტუაციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზაციებში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავდაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტირებაში; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა; სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) პროტოკოლის სამსახური – მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან; საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა და ორგანიზება; საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია