„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.107.016072
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხორუწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №30

2011 წლის  27  დეკემბერი

დ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 2011 წლის 9 დეკემბრის №5453–II-ს საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 მუხლი 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ლატარიები, სამორინეები)“;

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები და მათი განაკვეთები:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 000 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე                           გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია