,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
223/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016260
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №223/ნ

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010წ., №126, მუხ.1840) დამტკიცებულ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,4. დაწესებულების სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს გონივრული (არაუმეტეს 15 დღისა) ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.“.

ბ) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. შემოწმება

1. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.

2. შემოწმება ხორციელდება ამ დებულების II-IV თავებით განსაზღვრული წესით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული თავისებურების გათვალისწინებით.

3. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია