თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.163.016056
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

 2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 იანვრის №35 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი             განისაზღვროს კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით.

2. დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე 1000 ლარის ოდენობით“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.

4. დადგენილება ძალაშია 2012 წლის 03 იანვრიდან.

5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. № 41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

 საკრებულოს თავმჯდომარე                          ნ. ხუცაიძე

კრებსითი — სრული ვერსია