„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-69/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016111
„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-69/ნ

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. ,,საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებით (სსმ, 124, 13/10/2009) დამტკიცებული ,,საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების თანდართული წესის“ პირველი მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უწყებრივი რესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურების სრული დაცვით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცებისთანავე.

ა. ურუშაძე       

კრებსითი — სრული ვერსია