,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.149.016083
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 54

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილების (სსმ, 28.01.2011) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის  ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 6 000 ლარის ოდენობით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           დ. მესროფაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია