„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.119.016101
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2011 წლის 28 დეკემბერი

ქ. ხონი

 ,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი1. ,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №5 დადგენილებაში(სსმ.V. 2010წ.№256) შეტანილი იქნას შემდეგი დამატება:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“  ქვეპუნქტი.

,,კ“ მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახური.

მუხლი 2.  დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. გელენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია