„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5572
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-28
სარეგისტრაციო კოდი
040200140.05.001.016547
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“  საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 10  წელს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლა, აგრეთვე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითება ხორციელდება ბავშვის თანხმობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვილებლის მოთხოვნით.“.

2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. 29-ე მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5572-რს

კრებსითი — სრული ვერსია