საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 86 3
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებით (სსმ III , 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობი ს ), ასევე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;”;
ბ) მე-20 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112.“.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 30 დეკემბრიდან.
მ . სააკაშვილი