ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 45
2011 წლის 21 დეკემბერი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ( სსმ V, № 21, 03 .09 .10, მუხ . 601 ) შევიდეს შემდეგი ცვლილება :
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“
ბ ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განათლების , კულტურის , სპორტის , ტურიზმის ა და ძეგლთა დაცვის სამსახური ;“
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი იანვრიდან.
საკრებულოს თავმ ჯდომარე ბ . დიასამიძე