საქართველოს კანონი
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ.4) მთელ ტექსტში სიტყვები „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია“ და სიტყვა „ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 19 ივნისი.
№932–IIს