საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს №1608-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 აგვისტოს №1608-რს დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №98, 07.08.2009, მუხ. 1082) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში − ორი ქვეითი ბატალიონისა;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5518-რს