საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
918
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-08
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-28
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.928
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას ამ მუხლის პირველი ნაწილითა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

4. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

3. 403-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. სასამართლომ უნდა აცნობოს მხარეებს დიდ პალატაში საქმის გადაცემისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№918-IIს

კრებსითი — სრული ვერსია