„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
798
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
110.050.140.05.001.003.377
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 425) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 5 650 ლარი;

ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 5 100 ლარი;

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 800 ლარი;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 4 400 ლარი;

ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4 200 ლარი;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 300 ლარი;

ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 2 900 ლარი;

თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 2 500 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 2 500 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე – 2 400 ლარი;

ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 2 300 ლარი;

მ) რეზერვში მყოფი მოსამართლე – 500 ლარი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№798–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია