საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5526-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.016521
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

 „8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.“.

2. 39-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.

3. დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილს 32-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 გრაფა:

 

321

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

 

 

 100

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5526-რს

კრებსითი — სრული ვერსია