ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5368-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
020080010.05.001.016520
ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

საქართველოს კანონი

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გა ნ თავისუფლების შესახებ

    მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირთა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გან თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ. 421) 532 , 641  და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1282  მუხლის პირველი−მ ე-3 ნაწილებითა და 1283  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

    მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება გულისხმობს:

ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 , 77-ე, 82-ე და 821  მუხლებით, 822  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებ ით, 1282  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებითა და 1283  მუხლის პირველი− მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;

ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან;

გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 822  მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში ფიზიკური პირისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გან თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელებ ისაგან გან თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გან თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან .

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5368- IIს

კრებსითი — სრული ვერსია