„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
902
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-06-05
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-20
სარეგისტრაციო კოდი
310.100.000.05.001.000.924
„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

 „საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 683) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწვავ-საპოხი მასალების რეალიზაციისათვის გადასახადით იბეგრება:

ა) ამ მასალების მწარმოებელი საწარმოებისათვის – რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასა და მისი წარმოებისათვის შეძენილი ნედლეულისა და მასალების ღირებულებას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე);

ბ) სავაჭრო და საშუამავლო საწარმოებისათვის – ამ მასალების რეალიზაციით მიღებულ თანხასა და მათ შესაძენად გაღებულ თანხას შორის სხვაობა (აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე).”.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 5 ივნისი.

№902–IIს

კრებსითი — სრული ვერსია