„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
900
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2001-06-20
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.923
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N17, ივლისი, 1996) 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს პრეზიდენტი 2001 წლის 1 აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს კომიტეტებთან შესათანხმებლად საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებს, რომელთა განხილვის შემდეგ დასკვნა შესაბამისი წინადადებებითა და შენიშვნებით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს 2001 წლის 1 სექტემბრამდე.".

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 5 ივნისი.

№900 - IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია