საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5372-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-20
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016515
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12. 10. 2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 3-ე ნაწილი:

„ 4 3. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 45 წლიდან 60 წლამდე ას­ა­კის პირის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან ან ფიზიკური პირისაგან ხელფასის სა­ხით მიღებული შემოსავალი ახალ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუშაობის და­წყე­ბიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ პირმა ამ სამუშაო ადგილზე დაქირავებით მუ­შაობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე და მუშაობის დაწ­­ყებამდე 3 თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. ეს წესი არ გამოიყენება, თუ პირი ზემოაღნიშნულ დამქირავებელთან და­საქ­მდება  იმავე სამუშაო ადგილზე უკვე დაქირა­ვე­ბული პირის გათა­ვი­სუ­ფლების შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№ 5372-IIს

კრებსითი — სრული ვერსია