„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2002-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №37

2002 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დადგინდეს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში 10 სახელმწიფო პრემია, მათ შორის ერთი პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში შესრულებული საუკეთესო ნაშრომისათვის, და მათი მინიჭება მოხდეს ლუწ წლებში.

თითოეული სახელმწიფო პრემია განისაზღვროს 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

სახელმწიფო პრემიები მიენიჭოთ 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) ლუწ წლებში (დაწყებული 2004 წლიდან) გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სათანადო ფინანსების გამოყოფა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია