„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №45   

2001 წლის 10 თებერვალი

ქ.თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულების  მე-2 პუნქტის პირველ  აბზაცში და ციფრი „9” შეიცვალოს ციფრით „10”.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი:

„ე) მედიცინის დარგში - ახალი მეთოდების შექმნისა და პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენებისათვის, აგრეთვე მედიცინის მეცნიერებათა სფეროში შესრულებული მაღალი დონის ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებმაც ფართო აღიარება მოიპოვეს”.

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი:

„ე)  ერთი პრემია მედიცინის დარგში.”

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი), მედიცინის დარგში სახელმწიფო პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს შესაბამისი წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებათა გამოყოფა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია