„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-20
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.141.016051
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №32 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის №32 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალქალაქში – 1 კვადრატულ მეტრზე – 0,64 ლარი;

ბ) შენობა-ნაგებობაზე ქალაქ ახალქალაქში –1 კვადრატულ მეტრზე – 6.0 ლარი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                ჰ. მოვსესიანი

კრებსითი — სრული ვერსია