საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 978
2011 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის № 278 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის № 278 ბრძანებით (სსმ III, 23.05 .2008წ ., № 75, მუხლი 819 ) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება (პროფესიული განათლების შემთხვევაში პირს აგრეთვე უნდა ჰქონდეს მიღებული სრული ზოგადი განათლება);“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია