ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
ქ. ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის და საკადასტრო რუკის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ ბორჯომის მიწათსარგებლობის გეგმის – არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 64.23.03.026) ნაწილში და რეკრეაციული ზონა (რზ) შეიცვალოს საკურორტო სარეკრეაციო ზონის სტატუსით (სრზ -1).
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. გოგოლაძე