„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
781
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
120.000.000.05.001.003.363
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:

ა) სახმელეთო ჯარებისაგან;

ბ) სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 91. გარდამავალი დებულებანი

1. 2009 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები, მათ ბალანსზე რიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ფინანსური ვალდებულებები არ გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№781–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია