სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.362
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №812
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) №1 დანართის – იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების კოდური აღნიშვნებისა და ამ ორგანოებზე მიმაგრებული ბეჭდების ნომრების ჩამონათვალის №41 ჩანაწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,41. ნინოწმინდის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური – 32-001; 026”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია