„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
604
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.016277
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №604

2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია