„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5358-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.016508
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“  საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია უარის თქმის სხვა საფუძველი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 ნოემბერი.

№5358-IIს

კრებსითი — სრული ვერსია