„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5302-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
010120000.05.001.016498
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54 პუნქტი:

„54. უცხოეთში  მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 დღისა.“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ლტოლვილის სტატუსი (ლტოლვილის მოწმობა) ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5302-IIს

კრებსითი — სრული ვერსია