„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016068
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2011 წლის 5 დეკემბერი

დაბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახური;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

ვ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ზ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური;

თ) ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;

ი) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

კ) სამხედრო აღრიცხვის-გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია