„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
253
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016050
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №253

2011 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის  24 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2011 წლის 17 მაისის №4677 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი         ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 (სსმ, ვებგვერდი, 110624023, 24/06/2011წ.) ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესების და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ. ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის - ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     მინისტრის პირველი მოადგილე

     (მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)                               მ. ვალიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია