„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
455
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-06
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.016615
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 455

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარ­ტის №2 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 257) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული „საქართველოს მთავ­რო­ბის კანცელარიის დებულების“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემა­ტოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ქ. ქუთაისში საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტ­რა­ცია.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 22 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია