„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-06
სარეგისტრაციო კოდი
300380010.10.003.016609
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №449

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის  მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის          28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგ­ვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1697) შეტანილ იქ­ნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქ­ტები ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 47;

გ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 300 მგ/კგ;

გ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%;

დ) 2014 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48;

დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3;

დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 დეკემბრი­დან.

პრემიერ‑მინისტრი                               ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია