საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №194/ნ
2011 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისის №102/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისის №102/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110610100, 13/06/2011, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.606472) შევიდეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ ბრძანების პირველი პუქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცელი იწარმოება, აგრეთვე, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი