„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5307-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
080050000.05.001.016484
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 04.05.2010, მუხ. 131) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003−2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.

2. ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003−2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5307-IIს

კრებსითი — სრული ვერსია